ცოტნე კობერიძე: მივმართავ პოლიციელებს, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავუვლით

„გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრი, ცოტნე კობერიძე აქციაზე, პოლიციელებს დაშლისკენ მოუწოდებს.

„მივმართავ პოლიციელებს, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავუვლით“, – აცხადებს ცოტნე კობერიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პარალელურად, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ, საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები