ანრი ოხანაშვილმა ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია სხდომათა დარბაზიდან გააძევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევეს.

სხდომის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის გადაწყვეტილებით, დარბაზის დატოვება ანა ნაცვლიშვილსა და თამარ კორძაიას მოუწიათ.

შეგახსენებთ, იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები