ფოთის მერი: „ძალითკაცა“ გაააქტიურეს ტემპერატურის ასაწევად – არაკაცობა ამ ქვეყანაში სამაგალითო ვერ გახდება!

„ძალითკაცა“ გაააქტიურეს ტემპერატურის ასაწევად – არაკაცობა ამ ქვეყანაში სამაგალითო ვერ გახდება! – ამის შესახებ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მომხდარ დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ტემპერატურის აწევასთან ასეთი თამაში „ძალითკაცებს“ ცუდად მოუბრუნდებათ.

„ეს საქციელი როგორ უნდა მოგეწონოს? ამით როგორ უნდა იტრაბახო? ამაზე როგორ უნდა იქილიკო? და ასეთი ხალხი როგორ ამტკიცებს რომ ქვეყნის მომავალზე დარდობს? დღეს დილიდან, მამუკა მდინარაძემ ყველა „ვითომ“ არგუმენტი, ყველა ტყუილი თავზე გადაახია ოპოზიციას, ცუდად იყო მაგათი საქმე და „ძალითკაცა“.

გააქტიურეს ტემპერატურის ასაწევად. არაკაცობა ამ ქვეყანაში სამაგალითო ვერ გახდება! ასეთი თამაში ტემპერატურის აწევასთან ქვეყანას არა, მაგრამ „ძალითკაცებს“ ცუდად მოგიბრუნდებათ! ხელისუფლება ითხოვს საუბარს, ითხოვს არგუმენტებს და ამათ უნდათ მუშტების ქნევა, აი მანდ ფრთხილად!“ – განაცხადა ფოთის მერმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მმართველი გუნდის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები