თეა წულუკიანი – ალეკო ელისაშვილზე: საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი, ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს.

მინისტრი აზიარებს ელისაშვილის ვიდეოს, სადაც ჩანს მისი შეცვლილი რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ელისაშვილი თავის დროზე უკრაინიდან რუსის ჯარს გამოექცა და საქართველოში შემოიძურწა.

„ალ ქალაჩუნ ალ მუხთალ ელისუნი.

ბიჯოო, ეს რა უქნა საკუთარ თავს? ასე როგორ დაესხა თავს ადამიანს, ეს ჩოხის უღირსი. გავა ოცი წელი და როგორ შეხედავ ბაბუა ამ ვიდეოს შვილიშვილებთან ერთად, მაგასაც ვნახავთ.

ისე, უკრაინაში წასული დიდი ბაქი-ბუქით, კი გამოექცა რუსის ჯარისკაცს და შემოიძურწა უკან. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლი ლომი“, – წერს თეა წულუკიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები