რატი იონათამიშვილი: ერთი მხრივ, მერვე საათია, ვხედავთ მამუკა მდინარაძის პასუხისმგებლიან საუბარს სიმართლეზე და მეორე მხარეს ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სიმართლეს უპირისპირებენ დეზინფორმაციას

„ერთი მხრივ, მერვე საათია, ვხედავთ მამუკა მდინარაძის პასუხისმგებლიან საუბარს სიმართლეზე და მეორე მხარეს ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც სიმართლეს უპირისპირებენ დეზინფორმაციას, უზნეობას და ტყუილს. უზნეობით, დეზინფორმაციით და სიცრუით სიმართლეს ვერასდროს გააჩერებ“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

იონათამიშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასაც გამოეხმაურა.

„გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ხოტბას ასხამენ მის საქციელს. ესენი არიან ე.წ. ჟურნალისტები, ვითომ ხელოვნების წრეების წარმომადგენლები. კარგია, რომ საზოგადოება ხედავს მათ სახელებს, პოზიციებს და ამასაც შესაბამისად შეაფასებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები