ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან რომან გოცირიძე გააძევა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე გააძევა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დეპუტატი ერთი და იმავე კითხვის განმეორებით დასმით სხდომის შეგნებულ გაჭიანურებას ცდილობს.
მანამდე, ანრი ოხანაშვილის გადაწყვეტილებით, დარბაზის დატოვება ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ხატია დეკანოიძეს მოუწიათ.
შეგახსენებთ, იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.