პარლამენტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაატოვებინეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაატოვებინეს.

სხდომის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის გადაწყვეტილებით, დარბაზის დატოვება ლევან ხაბეიშვილს, გიორგი ვაშაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ხატია დეკანოიძეს მოუწიათ.

შეგახსენებთ, იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები