ანრი ოხანაშვილი – ელისაშვილზე: შემოვიდეს, ბოდიში მაინც მოიხადოს, მაგის კაცობა მაინც ეყოს

“მოვუწოდოთ, რომ შემოვიდეს ალეკო ელისაშვილი. რაღაცის თქმა უნდოდა ეტყობა და ვერ თქვა. შემოვიდეს, ბოდიში მაინც მოიხადოს, მაგის კაცობა მაინც ეყოს”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის ძალადობას არ ემხრობა.

„ისე მოუწოდეთ თუ გინდათ ბატონ ალეკოს, მოვიდეს, რისი თქმა უნდოდა, შემოვიდეს და გაგვცეს პასუხი. ხომ მაგარი ბიჭია. მოვუწოდოთ, რომ შემოვიდეს ალეკო ელისაშვილი. რაღაცის თქმა უნდოდა ეტყობა და ვერ თქვა, თუ რა პრობლემა ჰქონდა?! შემოვიდეს. არავითარ ძალადობას არ ვემხრობი და არც იმისთვის ვამბობ, რომ აქ მოვიდეს და რაღაც ვუთხრათ, შემოვიდეს, ბოდიში მაინც მოიხადოს, მაგისი კაცობა მაინც ეყოს. შემოვიდეს აქ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მმართველი გუნდის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები