ბექა დავითულიანი: მზად ვართ, ყველა მხარეს შევხვდეთ და ავუხსნათ, რა წერია პროექტში

“მზად ვართ, ყველა ჯგუფს და მხარეს შევხვდეთ და ავუხსნათ, რა წერია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციასაც გამოეხმაურა, სადაც მოქალაქეები კანონპროექტს აპროტესტებენ.

„ჩვენ ვხედავთ, ვინ დგას ამ აქციების უკან, მაგრამ ამ წუთას ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მოსახლეობამ იცოდეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც იღებს დაფინანსებას ქვეყნის საზღვრებს გარედან და არ ეწევა იმ საქმიანობას, რომელიც დეკლარირებული აქვს, ანუ არ ეწევა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის დამახასიათებელ საქმიანობას, არამედ ამ ეგიდით ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, აქვს ვიწროპოლიტიკური ინტერესები, ხშირ შემთხვევაში, არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინსტრუმენტი. მათ ვთხოვთ ამ შემოსავლების, დაფინანსების დეკლარირებას. მეტი არაფერი არ ხდება ამ კანონით. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას თუ ვინმე შეეცდება, მზად ვართ, ყველა ჯგუფს და მხარეს შევხვდეთ, ვისაც ამასთან დაკავშირებით შეიძლება, კომპეტენტური აზრი ჰქონდეთ და ავუხსნათ, რა წერია ამ კანონში”,- განაცხადა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები