„ჟენევის დისკუსიები“, სავარაუდოდ, ბელარუსში ან სერბეთში გაიმართება

ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი „ჟენევის დისკუსიების“ გადატანის შესახებ რუსეთის წინადადებას უჭერს მხარს.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა ე.წ.მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი დისკუსიებზე მუდმივად დგება და ამის მიზეზია ის, რომ „ჟენევა აღარ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც თავდაპირველად იქნა ჩადებული“.

ტუჟბას თქმით, შვეიცარიის მიმართ მოსკოვის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ის აღარ არის ნეიტრალური, მათ შორის, რუსეთის მიმართ.

„ჩვენც გვაქვს პრეტენზიები. შვეიცარიამ გაამკაცრა სავიზო პოლიტიკა. ბოლო დროს სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის ვიზების მიღების დროს. ამის მიზეზია, რომ შვეიცარია საერთოევროპული სანქციების მორიგ პაკეტს შეუერთდა”, – თქვა მან.

ტუჟბას თქმით, ხელსაყრელ ქვეყნებს შორის ოკუპირებული აფხაზეთი, ე.წ.სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ბელარუსსა და სერბეთს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები