ჰადას მეიცადი: ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება – შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები ისრაელის გვერდით დგანან

“ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს, მის საშიშ სამხედრო ბირთვულ მისწრაფებებთან ერთად”,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები სიტყვითა და საქმით  ისრაელის გვერდით დგანან.

“გუშინ ღამით, ირანმა, ტერორიზმის დამფინანსებელმა სახელმწიფომ, წამოიწყო სასტიკი და უპრეცედენტო თავდასხმა და ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა საერთაშორისო მოკავშირეებთან და ძალებთან თანამშრომლობით, მოახერხა რაკეტების უმეტესობის ჩამოგდება.
ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ. ჩვენ გვეცოდინება, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები.
შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები სიტყვითა და საქმით დგანან ისრაელის გვერდით. ჩვენ ვიხილეთ ისრაელის მხარდაჭერისა და ირანის აგრესიის დაგმობის შესახებ გაკეთებული ათობით განცხადება.
ირანს უნდა აეკრძალოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ტერორისტული ოპერაციების გაგრძელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს და მთელ რეგიონს, მის საშიშ სამხედრო ბირთვულ მისწრაფებებთან ერთად.
ახლაც კი ყველაფერს ვაკეთებთ, ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის მიერ სასტიკად დატყვევებული 133 მძევლის გასათავისუფლებლად, მაგრამ ჰამასი კვლავ უარზეა და თავისი არაგონივრული მოთხოვნების წამოყენებას აგრძელებს. 190 დღეზე მეტი გავიდა. შემოგვიერთდით მათი დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებაში”, – წერს ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები