აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით FERRANDI-ის სკოლასთან თანამშრომლობა იგეგმება

აჭარაში სერვისის განვითარების მიზნით   FERRANDI Paris-ის უმაღლესს სკოლასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

პარიზის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის პრესტიჟულ სკოლასთან თანამშრომლობით,  რეგიონში  სექტორის წარმომადგენლებისთვის სპეციალური სატრენინგო-სასწავლო პროგრამების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები განიხილება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი FERRANDI – ის აკადემიის მუშაობის პრინციპებს, სასწავლო პროგრამებსა და პრაქტიკულ ლექციებს პარიზსა და დიჟონში დელეგაციის წევრებთან ერთად გაეცნო. შეხვედრებს ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, FERRANDI Paris-ის აკადემიისა და პარიზის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული კოლეჯის “ბლექ სი” და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის მენეჯმენტი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები