მაკა ბოჭორიშვილი: ოლაფ შოლცთან შეხვედრა იქნება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ ირაკლი კობახიძემ უმაღლეს დონეზე განიხილოს ყველა ის პრიორიტეტი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროინტეგრაციის გზაზე
მოველი, რომ ეს შეხვედრა იქნება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ პრემიერ-მინისტრმა უმაღლეს დონეზე განიხილოს ყველა ის პრიორიტეტი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროინტეგრაციის გზაზე, და ასევე ის გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, – ასე აფასებს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი გერმანიაში პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ვიზიტს.
„საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი გერმანიაში და შეხვედრები უმაღლეს დონეზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. გერმანია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი, მათ შორის, ევროკავშირის წევრებს შორის გერმანიის როლი საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში განსაკუთრებულია და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, ამ თვალსაზრისითაც გერმანიის მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე შემდგომში ამ პროცესის გაგრძელებაშიც არის მნიშვნელოვანი. მე მოველი, რომ ეს შეხვედრა იქნება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ პრემიერმინისტრმა უმაღლეს დონეზე განიხილოს ყველა ის პრიორიტეტი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროინტეგრაციის გზაზე, და ასევე ის გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ინფორმაციისთვის, გერმანიაში პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ირაკლი კობახიძეს ფედერალურ კანცელარიაში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დახვდა.