ირინე ლომინაძე – დავით დოიაშვილს: ბატონო დავით, დღეს რომ მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს და მე, ირინე ლომინაძემ ასეთი განცხადება გავაკეთებინო ჩემს მსახიობს, როგორი იქნება ჩემი ხვალინდელი დღე?
მინდა, თქვენი ტელევიზიის მეშვეობით ბატონ დავით დოიაშვილს დავუსვა შეკითხვა, ბატონო დავით, დღეს რომ მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს და მე ასეთი განცხადება გავაკეთებინო ჩემს მსახიობს, როგორი იქნება ჩემი ხვალინდელი დღე?! – ამის შესახებ ქუთაისის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ირინე ლომინაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სპექტაკლის შემდეგ, როდესაც მაყურებელი ჯერ კიდევ ეიფორიაშია, არ ახსენდება მსახიობს ისეთი განცხადება გაეკეთებინოს, რომელიც შეიძლება მიტინგზე გააკეთო.
„მე დღესაც ვერ გავიგე და ვერავინ ვერ მიხსნის, რატომ არის ეს რუსული კანონი. ძალიან ამაზრზენია, როდესაც სცენიდან ასეთ განცხადებებს ვისმენთ. არ მახსენდება ასეთი მომენტი, როდესაც სპექტაკლის შემდეგ, როდესაც მაყურებელი ჯერ კიდევ ეიფორიაშია, გამოდის მსახიობი და აკეთებს განცხადებას, ისეთს, რომელიც შეიძლება გააკეთო მიტინგზე. ეს არ შეიძლება. თქვენი ტელევიზიის მეშვეობით მინდა, ბატონ დავით დოიაშვილს დავუსვა შეკითხვა, ბატონო დავით, დღეს რომ მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს და მე ასეთი განცხადება გავაკეთებინო ჩემს მსახიობს, როგორი იქნება ჩემი ხვალინდელი დღე?! ამაზრზენია, როდესაც სცენიდან ასეთ განცხადებებს ვისმენთ. ვერავინ დამაჯერებს, რომ მსახიობის სურვილი იყო ეს, არა, ეს სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშე არ მოხდებოდა, არავითარ შემთხვევაში“, – განაცხადა ირინე ლომინაძემ.