ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი იმყოფება ბერლინში, როგორც ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს პრემიერი
იწყება საქართველოს პრემიერმინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ბერლინში, რომლის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრები ჩატარდება, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბერლინში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე საქართველოს პრემიერმინისტრი იმყოფება ბერლინში, როგორც ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს პრემიერი.
„ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა გავატარეთ და შევასრულეთ რამდენიმე თვის და წლის განმავლობაში, თუმცა ყველანი კარგად ვხვდებით, რომ რეფორმები კვლავაც გაგრძელდება და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, – განაცხადა ვიცეპრემიერმა.