მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის რეინჯერებმა ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის რეინჯერებმა – პაატა ქიქავამ, გურამ ბასილაიამ და გოჩა ბართიამ ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ ტერიტორიაზე პატრულირებისას, რეინჯერებმა გამოავლინეს მოქალაქე, რომელიც გადაადგილდებოდა სანადირო თოფით და ზურგზე გადაკიდებული ტომრით.

მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე შეეცადა გაქცეულიყო, რეინჯერებმა შეძლეს მისი შეჩერება და არარეგისტრირებული სანადირო თოფის და ტომრის ჩამორთმევა, რომელშიც აღმოჩნდა შვლის დანაწევრებული ხორცი. ჩამორთმეული ტვირთი შემდგომში ოფიციალურად გადაეცა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მადლობას უხდის რეინჯერებს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რაც შეაქვთ დაცული ტერიტორიების დაცვასა და განვითარებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები