ხვალ, 10 აპრილს, საქალაქო სასამართლოში, 12 სთ-ზე „ტვ პირველის“ წინააღმდეგ, ყოფილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება.
ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის მხარის განმარტებით, საქმე ეხება „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ რეპორტაჟს, სადაც ჭიკაიძე ქოლცენტრებთან კავშირში დაადანაშაულეს.
დაცვის მხარე „ტვ პირველისგან“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ზარალის ანაზღაურებასა და ცნობების საჯაროდ უარყოფას მოითხოვს.