“თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინას არ დაეხმარება, ქვეყანა ომს წააგებს” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ კონგრესი უკრაინას არ დაეხმარება, ქვეყანა ომს წააგებს.
მისი თქმით, დახმარების გარეშე გადარჩენა რთული იქნება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თუ უკრაინა ომს წააგებს, რუსეთი სხვა სახელმწიფოებს დაესხმება თავს.