ილია მეორე: გილოცავთ ხარების დღესასწაულს – ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოქალაქეებს ხარების დღესასწაული მიულოცა.

“გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში.

როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით ,,გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ ,,გიხაროდენ“, – ასე იყო ძველად. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი”,- განაცხადა პატრიარქმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები