ათიათასობით ადამიანი, ბუდაპეშტში, ორბანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა
ბუდაპეშტში, ათიათასობით მოქალაქე, შაბათს, ვიქტორ ორბანის მთავრობის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.
„როიტერის“ ცნობით, აქციის ორგანიზატორი იურისტი პიტერ მადიარი იყო, რომელიც ადრე ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული, ცოტა ხნის წინ პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები გაზაფხულის უჩვეულოდ თბილ ამინდში პარლამენტისკენ გაემართნენ, შეძახილებით: „ჩვენ არ გვეშინია” და „გადადგეს ორბანი!”