“წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია”, – ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება.
მისივე თქმით, დღეს ეპოქალური მოვლენაა.
„დღეს ვირჩევით კათოლიკოს – პატრიარქს. 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს. ამას გადაწყვეტს სხდომა და შედეგი. წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია“, – აღნიშნა მეუფე ანდრიამ.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.