ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი: შეგვინდოს ღმერთმა ჩვენი ცოდვები და მოგვივლინოს ისეთი პატრიარქი, რომელიც ქვეყანას დაამშვიდებს, დააწყნარებს, გააერთიანებს და ერთმანეთის სიყვარულში გვამყოფებს

ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი იმედოვნებს, რომ ღმერთი ქვეყანას ისეთ პატრიარქს მოუვლენს, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს.

“ღვთის იმედზე უნდა იყოს ადამიანი ყოველთვის მინდობილი. ღმერთს რომ მიენდობა ადამიანი, მთელი გულით სთხოვს სიკეთეს, ჩვენი სიკეთე რა არის, მშვიდობა, ერთობა. ღმერთმა გაგვხადოს ამის ღირსი, სინანული, რა თქმა უნდა. შეგვინდოს ღმერთმა ჩვენი ცოდვები და მოგვივლინოს ისეთი პატრიარქი, რომელიც ქვეყანას დაამშვიდებს, დააწყნარებს, გააერთიანებს და ერთმანეთის სიყვარულში გვამყოფებს,” – აღნიშნა ადიშელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა.

ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები