“ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას” – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა.
ეზოში დამონტაჟებულია დიდი ეკრანები, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას”,- წერია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.