მეუფე იოანე – პატრიარქის არჩევაზე: იმედი გვაქვს, რომ მშვიდობით ჩატარდება ყველაფერი და არჩევანი უფალი როგორც განაგებს, ის იქნება

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ახალი პატრიარქის არჩევის საკითხს გამოეხმაურა.

“ახალბედა არავინ არ იქნება, გამოცდილი იქნება თავისი მართვით თავის ეპარქიაში. ბევრია, თუმცა ზოგს უკვე ასაკი გადასცდა და დადგენილი ასაკის გამო, ვერ იქნება კანდიდატი, შეიძლება ვიღაცა ვიღაცაზე უკეთესი აღმოჩნდეს… იმედი გვაქვს, რომ მშვიდობით ჩატარდება ყველაფერი და არჩევანი უფალი როგორც განაგებს, ის იქნება,” – აღნიშნა მეუფე იოანემ.

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ახალ, რიგით 142-ე პატრიარქს აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები