თურქეთში, შეიარაღებული ჩხუბის შედეგად, 10 წლის ბავშვი დაიღუპა და 10 ადამიანი დაშავდა

თურქეთის ქალაქ შანლიურფაში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩხუბის დროს,  ბავშვი დაიღუპა და 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო IHA იტყობინება.

სააგენტოს ცნობით დაშავებულებს შორის არის პოლიციელი. კონფლიქტი ავტოსადგურზე ავტობუსის კომპანიის თანამშრომლებსა და მომხმარებლებს შორის მოხდა.

„დანებითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩხუბის შედეგად დაიღუპა 10 წლის ბავშვი და დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი“, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები