ევროკავშირმა 41 მილიონი ევრო გამოყო მოლდოვის ჯარის გასაძლიერებლად
ევროკავშირმა მოლდოვის შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის 41 მილიონი ევრო გამოყო. თანხები მოხმარდება ჯარის არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის მომარაგებას. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესსამსახური იტყობინება.
„ევროკავშირის საბჭომ მიიღო ორი ღონისძიება ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში მოლდოვის რესპუბლიკისა და განას შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და თავდაცვის სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიზნით. … მოლდოვის რესპუბლიკისთვის ასეთი აქციის ღირებულებაა 41 მილიონი ევრო 40 თვის განმავლობაში. თანხები მოხმარდება არალეტალური აღჭურვილობის დაფინანსებას შემდეგ სფეროებში: მობილურობა, საჰაერო მეთვალყურეობა, ელექტრონული ომი და ლოგისტიკური აღჭურვილობა. “- ნათქვამია განცხადებაში.