ნიუ-იორკთან 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ნიუ-იორკიდან 46 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ედისონთან 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
შესაძლო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.