ბერლინი გერმანულ კომპანიებს მოუწოდებს, ოკუპირებულ მარიუპოლში სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობა არ მიიღონ
ბერლინი გერმანულ კომპანიებს აფრთხილებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობა არ მიიღონ.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც შესაბამისი შინაარსის ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა.
როგორც უწყების პრესსპიკერმა განაცხადა, მარიუპოლის ე.წ. რეკონსტრუქცია მხოლოდ რუსულ პროპაგანდას ემსახურება.
„თითოეულმა კომპანიამ, რომელიც ჩართულია ამაში, უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რას ემსახურება“, – აღნიშნულია განცხადებაში.