BBC: უკრაინის ომში 50 ათასი დაღუპული რუსი სამხედროს იდენტიფიცირება მოხერხდა

„მედიაზონამ“, „ბიბისი”-თან ერთად, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში დაღუპული 50 ათასი რუსი სამხედროს იდენტიფიცირება ღია წყაროებზე დაყრდნობით შეძლო.

აღნიშნულია, რომ დაღუპულთაგან, სულ მცირე, 43% შეჭრის მომენტისთვის რუსულ არმიასთან კავშირში არ იყო. მათ შორის არიან სამხედროებიც, რომელთა ბედის შესახებ ინფორმაციას ნათესავები ორი წლის განმავლობაში არ ფლობდნენ.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაღუპულთაგან 18% ყოფილი პატიმარია, 13% – მოხალისეები, ხოლო 12% – მობილიზებული პირები.

28%-ის შემთხვევაში კუთვნილების დადგენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები