„უკრაინაში ჯარების გაყვანას ამჟამად არ ვაპირებთ, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში არ ვფიქრობ, რომ რაიმე უნდა გამოვრიცხოთ“ – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ეიდიმ განაცხადა, რომ ნორვეგია პოტენციურად არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას.
მისი თქმით, ასეთი გეგმები ჯერჯერობით არ არსებობს.
„ამჟამად, ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინაში ჯარების გაგზავნას. არ მგონია, ბევრ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი გეგმები. თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში არ ვფიქრობ, რომ პრინციპში რაიმე უნდა გამოვრიცხოთ“, – განაცხადა ეიდემ.
მისი თქმით, ნატოს სურს უკრაინის მხარდაჭერა იმ დონემდე, რომ მან წარმატებას მიაღწიოს და რუსეთი დამარცხდეს.
„არ გვაქვს სურვილი, ვიყოთ ომში პირდაპირი მხარე, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს მსოფლიო ომი, რაც ჩვენ არ გვინდა“, – აღნიშნა ეიდემ.
მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნა „არ არის გამორიცხული“.