არგენტინაში მამაკაცი დააკავეს, რომელიც პრეზიდენტ მილეის მოკვლით იმუქრებოდა
არგენტინაში მაჩეტეთი შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს, რომელიც პრეზიდენტ ხავიერ მილეის მოკვლით იმუქრებოდა.
ამის შესახებ ქვეყნის უშიშროების მინისტრმა, პატრიცია ბულრიხმა განაცხადა.
„ის მთავრობის ვარდისფერ სახლს მიუახლოვდა, შეიარაღებული იყო მაჩეტეთი და სხვა ბასრი საგნებით, პოლიციელმა იანინა ვიოლანტემ ის გააჩერა“, – დაწერა მინისტრმა სოციალურ ქსელში.
ტელეკომპანია TN პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საუბარია 29 წლის მამაკაცზე. მან მთავრობის შენობის გვერდით არსებული დაუფარავი ღობით სარგებლობა გადაწყვიტა, რომელიც იმ დროს ღია იყო, რადგან შენობიდან ერთ-ერთი თანამშრომელი გამოდიოდა.
“მე ვარ ღმერთი, მე მოვკლავ პრეზიდენტს”, – ყვიროდა მამაკაცი, როდესაც ის პოლიციამ დააკავა.