Reuters: აშშ ისრაელს დამატებით ათასობით ბომბს გადასცემს

შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის დამატებით ათასობით ბომბის გადაცემა დაამტკიცა, თუმცა, მათი მიწოდება, სულ მცირე, 2025 წლამდე ვერ მოხდება.

ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

გადასაცემ მასალაში შედის, 200-კილოგრამიანი MK82-ს ათასი ბომბი, ასევე, ათასზე მეტი მცირე დიამეტრის ბომბი და MK80.

როგორც აღინიშნება, საბრძოლო მასალის გადაცემა მოხდა ისრაელისთვის იარაღის მიწოდების ნებართვების შესაბამისად, რომელიც დიდი ხნის წინ იყო დამტკიცებული და რომლის გადაცემა 2025 წლამდე არ მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები