“რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები პირდაპირი კონფრონტაციის დონეზეა” – პესკოვი
რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობები პირდაპირი კონფრონტაციის დონეზეა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„ფაქტობრივად, ეს ურთიერთობები ახლა პირდაპირი კონფრონტაციის დონემდე დავიდა. ნამდვილად, ნატოს ქვეყნები, თავად ალიანსი უკვე ჩართულია კონფლიქტში უკრაინის გარშემო. ნატო განაგრძობს ჩვენი საზღვრების მიმართულებით სვლას, თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოებას“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ნატო ევროპულ კონტინენტზე დესტაბილიზაციური ფაქტორია, რომელიც ხელს არ უწყობს უსაფრთხოებას.