გოგა ხაინდრავა: ქრთამი მამაძაღლია
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
,,აშშ-ს სენატორები რიში და შაჰინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურებიან. სააკაშვილს “დემოკრატიის შუქურად” ეხმაურებოდნენ, ჟორიკა რურუას პოლიტპატიმრად, გვარსმიას პრესის ოსკაროსნად, გიულის და კეზერას დოლარად! ქრთამი მამაძაღლია!”,- წერს ხაინდრავა.
ცნობისთვის, ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი იმ კანონების მსგავსია, რომლებსაც რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს.