საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში სამი მოქალაქე მისცა (ვიდეო)

  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა მოქალაქეები, გელა ნიჟარაძე, კობა ნიჟარაძე და მირზა თევთიძე.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა განიზრახეს საბაჟო გადასახადისთვის დაწესებული 5 დღიანი საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენება, დაარეგისტრირეს 6 სხვადასხვა კომპანია და საქართველოში შემოიტანეს 1 200 000 ლარის ღირებულების პემზა, ცემენტი, სასუქი და სხვა პროდუქცია.
პროდუქციის განბაჟების შემდეგ კი მათ თავი აარიდეს იმპორტის გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 220 000 ლარის ზიანი.
185-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებულებს 4-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=drt7YjeT4hM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები