ავთანდილ გულიკაშვილმა საგარეჯოში, რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, საგარეჯოში, რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც ავთანდილ გულიკაშვილმა აღნიშნა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

„საგზაო, საინჟინრო და მუნიციპალური პროექტები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში განვახორციელეთ, ემსახურება ერთ მთავარ მიზანს – მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ ვაშენებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, უსაფრთხო გადაადგილებას და ურბანული სივრცეების ფუნქციურ განვითარებას.

სამუშაოების ფარგლებში დასრულებულია სანიაღვრე ქსელის მოწყობა. პროექტი აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეების კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები