ფხენიანმა შორი მანძილის რაკეტა Hwasongpo-16B წარმატებით გამოსცადა (ფოტო)

ჩრდილოეთ კორეამ ახალი საშუალო და შორი მანძილის ჰიპერბგერითი ქობინის მატარებელი რაკეტა Hwasongpo-16B წარმატებით გამოსცადა.

ამის შესახებ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA) იტყობინება და აღნიშნავს, რომ გაშვებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა.

KCNA-ს ცნობით, ტესტები ჩატარდა რაკეტის მახასიათებლების დასადასტურებლად.

გამოცდის შედეგების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სარაკეტო ინდუსტრიის წარმატებები, რომლებიც გამოვლინდა გაშვების დროს, არის “თავდაცვის სფეროში კვლევისა და განვითარების ათწლეულების ბრძოლის შედეგი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები