რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ჩვენი პარტნიორები ვერ მიუთითებენ რაიმეზე და ვერ იტყვიან, რომ რაიმე ვალდებულება არ შევასრულეთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ და აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვსვამთ ლეგიტიმურ კითხვებს და ველით ამ ლეგიტიმურ კითხვებზე არსებით პასუხებს. რადგან ეს პასუხი არ გაკეთებულა, რაც არ უნდა თქვან, საკითხს ვერ მოაგვარებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.