შარლ მიშელი: სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ – უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა და გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გახსნა უახლოეს მომავალში ევროკავშირის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა.

„ჩვენ ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამიტომ მე ვხედავ სამ პრიორიტეტს. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი და უსაფრთხო ევროკავშირი… ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის შესაძლებლობები. და ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება – ფინანსური, შეიარაღების მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა (…) და უნდა დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები