Bloomberg: ნატო უკრაინისთვის 100 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის

Joint press conference with NATO Secretary General Jens Stoltenberg and the President of Ukraine, Volodymyr Zelenskyy

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, უკრაინისთვის 100 მილიარდი დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის იდეის თანახმად, 5 წლის მანძილზე წევრი სახელმწიფოები ფონდში ჯამში 100 მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანებს განახორციელებენ.

Bloomberg-ის წყაროების თანახმად, მოკავშირეები ჯერ კიდევ მსჯელობენ სტოლტენბერგის წინადადებაზე და კონტრიბუციის განაწილების მექანიზმებზე.

როგორც წყაროები აღნიშნავენ, წინადადება სავარაუდოდ, შეიცვლება იქამდე, სანამ მოკავშირეები შეთანხმებას მიაღწევენ.

NATO-მ პაკეტის ნაწილად, ასევე შეიძლება თავის თავზე აიღოს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის“ ფორმატი) ოპერატიული ვალდებულებები, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და რომელიც კიევისთვის იარაღის მიწოდებების კოორდინაციას ახდენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნატოსა და თეთრ სახლს კომენტარები არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები