ოკუპირებულ გულრიფშის რაიონში რუსეთის თავდაცვის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ კაციკითში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა.

ავარიული დაშვების შემდეგ, “მი-24”-ის ტიპის ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა.

მედიის ცნობით, ეკიპაჟის სამი წევრი აგუძერას სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის შესაბამისი ე.წ. უწყებები იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები