„ჩვენ რომ „კოკა-კოლას” ცარიელ ქილაზე ექსტაზირებულ ბრბოდ გვთვლიან, გასაგებია. ცალფეხა ასკინკილათი მხტუნავი „ქართველი ხალხით” რომ აპელირებენ ყველგან, ამასაც მიჩვეულები ვართ. მაგრამ კეთილსინდისიერების მაძიებელი მოსამართლეები აქედან არაკეთილსინდისიერ გარემოში (ევროპაში) რატომ გაჰყავთ, ამას ვერ ვიგებ.
ვერ ვიგებ ასევე, ამ თავისივე დასავლური ინდიკაციის გამომშვებ „რუსულ” ორგანიზაციებს რით ვერ აჩერებენ და აჩუმებენ საქართველოსთან მიმართებით მაინც? თვე არ გადის, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო დონის ერთ-ერთ ლიდერად რომ არ წარმოაჩინონ, მათ შორის იმ ავადხსენებულ ცხრავე რეკომენდაციის ნარატივში. სტრასბურგის სასამართლოზე ხომ აღარაფერს ვიძახი, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების” არცერთი გავლენის აგენტის საჩივარს რომ აღარ იღებს განსახილველად.
დადგა დრო, დედაქალაქში ყველაზე პრესტიჟულ ადგილებზე არსებულ სარეკლამო ბანერებზე განვათავსოთ ამა თუ იმ სფეროში დასავლური ინდიკაციებით შეფასებული საქართველოს კუთვნილი ადგილი მსოფლიოში და იქვე, თვალსაჩინოებისთვის – ევროკავშირის, აშშ-ს და რა თქმა უნდა, მოლდოვასა და უკრაინის მონაცემები,” –  წერს დავით ქართველიშვილი