გორში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს

გორში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს.

კეთილმოწყობის სააგენტო ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახის სეზონურ სამუშაოებს ახორციელებს.
მიმდინარეობს სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოწესრიგება, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის: ნეკერჩხლის, ლუგუსტრუმის, ტუიას, კვიპაროსის, წყავის, იფნის, ტუხტის, ემონიუსის და ლავანდას ნეგები.

საგაზაფხულო სამუშაოებთან ერთად, დასასვენებელ სივრცეებში მაქსიმალურად განახლდება დაზიანებული ინვეტარი.

კეთილმოწყობის სააგენტოს სეზონზე სხვადასხვა სამუშაოები აქვს დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები