,,მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატთა ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინა
კულტურის სამინისტრომ კონკურსის – ,,მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის (ფეხსაცმელი და აქსესუარები) ოსტატთა ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. ესენია:
1. „ხალხური დოლი ორნამენტებით“, განმახორციელებელი – ფ. პ. გიორგი გურგენიშვილი. დაფინანსდა ლაზერული ჭრა-გრავირების აპარატის შეძენა.
2 ,,დავით ყიფიანის ხალხური საკრავების სახელოსნოს გაფართოება”, განმახორციელებელი – ი. მ. დავით ყიფიანი. დაფინანსდა მაგიდის ცირკულარი ხერხისა და ხის დასამუშავებელი ხელსაწყოების სხვადასხვა ნაკრების შეძენა.
3. „სასცენო სამოსისა და აქსესუარების სახელოსნოს განვითარების ხელშეწყობა“, განმახორციელებელი – ფ. პ. ზურაბ შიოშვილი. დაფინანსდა დიდფორმატიანი საქარგავი მანქანის შეძენა.
4. „ფატი თურმანიძის ხალხური ინსტრუმენტების სახელოსნოს გაფართოება“, განმახორციელებელი – ფ. პ. ფატიმა თურმანიძე. დაფინანსდა თიხის ამოსაყვანი ჩარხების, მასალის შესანახი ორი სპეცმაცივრის/საყინულისა და ინსტრუმენტების დასამზადებელი სხვადასხვა მასალის შეძენა.
5. „სასცენო ფეხსაცმლის მოდელები ქართული ისტორიული შტრიხებით გაფორმებული“, განმახორციელებელი – ფ. პ. ნინო მრელაშვილი. დაფინანსდა საკონცერტო და სარეპეტიციო ფეხსაცმლის დასამზადებელი მასალის შეძენა.
6. „კლასიკური გიტარის ოსტატი“, განმახორციელებელი – ფ. პ. ემზარ ჭრიკიშვილი. დაფინანსდა ოთხი დასახელების სახერხი/ სახეხი დაზგა-დანადგარისა და სხვადასხვა დამხმარე ხელსაწყოს შეძენა.
7. „სახელოსნოს აშენება და მოწყობა“, განმახორციელებელი – ი. მ. ლევან ქავთარაძე. დაფინანსდა სარემონტო მასალების შეძენა ფანდურის, ჩონგურისა და სალამურის სახელოსნოს მოსაწყობად.
8. „გიორგი ლუთიერი ფხალაძის სახელოსნო“, განმახორციელებელი – ფ. პ. გიორგი ფხალაძე. დაფინანსდა ორი სტაციონარული დაზგა-დანადგარის შეძენა კლასიკური გიტარის დასამზადებლად.
9. „ტრადიციული ხალხური საკრავის – ფანდურის დამზადების ტექნოლოგიის შენარჩუნება“, განმახორციელებელი – ფ. პ. ალბერტი ნონიაშვილი. დაფინანსდა სახერხი დაზგისა და სხვადასხვა ხელსაწყოს შეძენა.
10. „კობა მელქაძის სახელოსნოს განვითარება“, გამახორციელებელი – ფ. პ. კობა მელქაძე. დაფინანსდა სახარატე დაზგის შეძენა დოლების სახელსნოსთვის.
11. „მუსიკალური სიმებიანი საკრავების წარმოება სოფ. ჩუმლაყში“, განმახორციელებელი – ფ. პ. ივანე ლეკიშვილი. დაფინანსდა სახარატე დაზგის შეძენა.
12. „ხალხური საკრავების დამზადება“, განმახორციელებელი ფ. პ. გოდერძი მთიულიშვილი. დაფინანსდა სახარატე დაზგის, ლენტური ხერხისა და სხვადასხვა ხელსაწყოს შეძენა.
13. „მუსიკალური ინსტრუმენტების, ხალხური საკრავებისა და სასცენო სამოსის ოსტატთა ხელშეწყობა“, განმახორციელებელი – ფ. პ. გიორგი შაროვი. დაფინანსდა რეისმუსის, ფრეზის და სხვადასხვა დანიშნულების ელექტროხელსაწყოების შეძენა.
14. „ვახტანგ ფილფანის ხალხური საკრავების სახელოსნოს გაფართოება“, განმახორციელებელი – ფ. პ. ვახტანგ ფილფანი. დაფინანსდა ხის დასამუშავებელი რეისმუსი დაზგისა და დისკური ხერხის შეძენა.
15. „კარლო კელაპტრიშვილის ქართული ხალხური საკრავების საამქროს აღორძინება-განვითარება“, განმახორციელებელი ი. მ. კარლო კელაპტრიშვილი. დაფინანსდა ხის დასამუშავებელი სხვადასხვა დანიშნულების ელექტროხელსაწყოებისა და წიწვოვანი მასალის შეძენა.
წლევანდელი კონკურსისთვის გამოყოფილი იყო 150 000 ლარი და შემოსული 15 განაცხადიდან ყველა პროექტი დაფინანსდა.