ისტორია ქვიშაში – ავსტრალიაში პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ჯარისკაცების წერილები იპოვეს

პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ჯარისკაცების მიერ დაწერილი ორი წერილი დასავლეთ ავსტრალიის სანაპიროზე ქვიშაში, ბოთლში დალუქული იპოვეს,- ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

ბოთლი ადგილობრივმა ქალმა დებრა ბრაუნმა და მისმა ოჯახმა უორტონ ბიჩის დასუფთავების დროს აღმოაჩინეს.

შიგნით იყო სამხრეთ ავსტრალიელი რიგითების – მალკოლმ ალექსანდრ ნევილისა და უილიამ კირკ ჰარლის წერილები, ორივე დაწერილია 1916 წელს, ომის დროს.

ბრაუნმა ნევილის ძმისშვილის, ჰერბი ნევილის კვალს სამხრეთ ავსტრალიაში მიაგნო.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბოთლი და წერილები უნიკალური ისტორიული დოკუმენტებია. ისინი უახლოეს პერიოდში გადაეცემა ჯარისკაცების შთამომავლებს, რათა პირადად მიიღონ იმ ისტორიით შექმნილი ემოციური კავშირი.

ჰერბი ნევილმა აღმოჩენას ოჯახისთვის „დაუჯერებელი” უწოდა.

„გასაოცარია, რამდენი რამ გამოაშკარავდა პირველ მსოფლიო ომში მისი მონაწილეობის მოკლე პერიოდის განმავლობაში“, – თქვა ნევილმა.

რიგითი ნევილის წერილიდან ირკვევა, რომ ის პირველად 1916 წლის დასაწყისში ჩაირიცხა ჯარში, მაგრამ ერთი თვის შემდეგ, მხედველობის პრობლემების გამო გაათავისუფლეს, თუმცა, ის ხელახლა ჩაირიცხა ჯარში ერთი კვირის შემდეგ, შეუერთდა სამხედრო კორპუსს და მოგვიანებით, 28 წლის ასაკში, საფრანგეთში მოკლეს.

მეორე წერილი უილიამ კირკ ჰარლის ეკუთვნოდა, რომელიც ომს გადაურჩა. მისმა შვილიშვილმა, ენ ტერნერმა, წერილს „სასწაული“ უწოდა და თქვა: „ყველანი აბსოლუტურად შოკირებულები ვართ, მისი ხუთი შვილიშვილი ჯერ კიდევ ცოცხალია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები