გიორგი სოსიაშვილი – ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდელის შექმნაზე: კორუფცია არის სახელმწიფოს ნაღმი და ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ამბიცია, ავაშენოთ ღირსეული, წელში გამართული, დამოუკიდებელი და კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო

“კორუფცია არის სახელმწიფოს ნაღმი და ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ამბიცია, ავაშენოთ ღირსეული, წელში გამართული, დამოუკიდებელი და კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო,” – ამის შესახებ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა მთავრობის კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

„ყველა მიმართულებით არის ამ მხრივ გაშლილი მუშაობა და ბრძოლა. ეს ეხება პრივატიზაციის საკითხებს, რომელიც არის საყოველთაოდ გამჭვირვალე; ეს არის სრულიად გამჭვირვალე მიდგომების დამკვიდრება, როგორიც არის ბაზრის მოკვლევის ელექტრონული ბაზის შექმნა; სახელმწიფო შესყიდვების ორგანოს შექმნა, რომელიც კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის ყველა მიმართულებით ხელისუფლების სტრუქტურების მუშაობას. ვფიქრობ, მისასალმებელია ეს ამბავი, ვინაიდან კორუფცია არის სახელმწიფოს ნაღმი და ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ამბიცია, რომ ავაშენოთ ღირსეული, წელში გამართული, დამოუკიდებელი და კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო“, – განაცხადა სოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, შესყიდვების სააგენტოსა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით შეიქმნა ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს ბაზრის კვლევის ეტაპზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები