დავით მათიკაშვილი – კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე: მსგავსი ინოვაციური მიდგომების მიზანია, შესყიდვების კუთხით სრულიად იყოს გამჭვირვალე სახელმწიფოს მიდგომები
“მსგავსი ინოვაციური მიდგომების მიზანია, შესყიდვების კუთხით სრულიად იყოს გამჭვირვალე სახელმწიფოს მიდგომები,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა მთავრობის კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უნდა იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი თუ რა სახის შესყიდვებს ახორციელებს ქვეყანა.
„მსგავსი ინოვაციური მიდგომების მიზანია, შესყიდვების კუთხით სრულიად იყოს გამჭვირვალე სახელმწიფოს მიდგომები და ცალსახად იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი თუ რა სახის შესყიდვებს ახორციელებს ქვეყანა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს და მოახდენს სრულ პრევენციას იმ რისკებისა, რაც კორუფციას უკავშირდება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, შესყიდვების სააგენტოსა და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლობით შეიქმნა ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდული, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავს ნებისმიერ კორუფციულ რისკს ბაზრის კვლევის ეტაპზე.