ლევილის ქართველთა მამულში შატოს სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა და ე.წ. ორანჟერეის შენობის ბოლო ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყება

ლევილის ქართველთა მამულში შატოს სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა და აქტიურად მიმდინარეობს ფასადის რესტავრაცია. ინფორმაციას „ლევილის ქართველთა მამულის“ გვერდი ავრცელებს.
სამუშაოებს ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის გამოცდილების მქონე ფრანგული კომპანია „დიუბოკი“.
შატოს ფასადი, ხის დარაბების ჩათვლით, ისტორიული ფერებით, მასალითა და მეთოდით აღდგება.
მოცემული სამუშაოები 2023 წლის მესამე კვარტალში დაიწყო, ორ ეტაპად ხორციელდება და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
ლევილის მამულში ე.წ. ორანჟერეის შენობის ბოლო ნაწილიც დასუფთავდა და მალე რეაბილიტაცია დაიწყება.
ლევილის მამულის ტერიტორიაზე ე.წ. ორანჟერეის შენობის ბოლო ნაწილის გაწმენდისა და ნარჩენების ნაგავსაყრელზე გატანის პროცესი დაიწყო.
შენობის ამ ნაწილში წლების მანძილზე ცხოვრობდა ლევილის სათვისტომოს წევრი მათე ბოლქვაძე. 1975 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ ლევილის მამულის მცხოვრებლები ამ სივრცეს გამოუსადეგარი ნივთების საწყობად იყენებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები