ბაიდენმა პუტინს “ყასაბი” უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „ყასაბი“ უწოდა.

თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, ამერიკელი ლიდერი დარწმუნებულია, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია უკრაინის დაცვა აგრესორი ქვეყნის ლიდერისგან. ამისათვის საჭიროა გადასახადების გაზრდა მილიარდერებისთვის.

ბაიდენის თქმით, თუ მილიარდერებზე გადასახადი ამჟამინდელი 8,2%-დან 25%-მდე გაიზრდება, ეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში “400 მილიარდი დოლარის შეგროვების შესაძლებლობას მიგვცემდა”.

როგორც ბაიდენმა განმარტა, ეს თანხები შეიძლება, დაიხარჯოს, მათ შორის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„შეგვეძლება ბევრი რამის თანმიმდევრულად გაკეთება, კერძოდ, საბოლოოდ შევძლებდით უკრაინის დაცვას ამ ყასაბი პუტინისგან”, – თქვა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები