15 მასშტაბური ტერაქტი მოსკოვის უახლესი ისტორიიდან

მოსკოვში მდებარე საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში” 22 მარტს მომხდარმა ტერაქტმა მსოფლიო შეძრა. დაიღუპა 140-მდე და დაშავდა 200-მდე ადამიანი. სამწუხაროდ, რუსეთის დედაქალაქის უახლოესი წარსულიდან ეს მასშტაბური ტერაქტის პირველი შემთხვევა არ არის. წარმოგიდგენთ მოსკოვში მომხდარ 15 მასშტაბურ ტერაქტს.

1. 1996 წლის 11 ივნისი: თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება მოსკოვის მეტროში, „Тульская-სა“ და „Нагатинская-ს“ სადგურებს შორის. დაიღუპა 4 ადამიანი, 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფოტო: 15 ყველაზე საშინელი მოსკოვის ტერაქტი No2 - BigPicture.ru

2. 1996 წლის 10 ნოემბერი: აფეთქება კოტლიაკოვსკის სასაფლაოზე. დაიღუპა 14 და დაშავდა 30-მდე ადამიანი.

ფოტო: 15 ყველაზე საშინელი მოსკოვის ტერაქტი No3 - BigPicture.ru

3. 1999 წლის 31 აგვისტო: აფეთქება „Охотный Ряд-ის“ სავაჭრო კომპლექსში. დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა 40 ადამიანი.

ფოტო: 15 ყველაზე საშინელი მოსკოვის ტერაქტი No4 - BigPicture.ru

4. 1999 წლის 9 და 13 სექტემბერი: გურიანოვის ქუჩაზე და კაშირსკოეს გზატკეცილზე საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებები. დაიღუპა, შესაბამისად, 100 და 124 ადამიანი.

ფოტო: 15 ყველაზე საშინელი მოსკოვის ტერაქტი No5 - BigPicture.ru

5. 2000 წლის 8 აგვისტო: აფეთქება პუშკინის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში. დაიღუპა 13 და დაშავდა 61 ადამიანი.

ფოტო: 15 ყველაზე საშინელი მოსკოვის ტერაქტი No6 - BigPicture.ru

6. 2001 წლის 5 თებერვალი: 18:50-ზე აფეთქება მოხდა მეტროსადგურ „Белорусская-ზე“. ასაფეთქებელი მოწყობილობა მატარებლის პირველი ვაგონის გვერდით მდებარე პლატფორმაზე, მარმარილოს სკამზე იყო განთავსებული. აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორი ბავშვი, თუმცა არავინ დაღუპულა.

Фотография: 15 самых страшных московских терактов №7 - BigPicture.ru

7. 2002 წლის 23-26 ოქტომბერი: დუბროვკის ტერორისტული აქტი. ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფმა, ჩეჩენი სეპარატისტის, მოვსარ ბარაევის მეთაურობით, 900 მძევალი აიყვანა დუბროვკის თეატრალური ცენტრის შენობაში. შენობის შტურმის დროს ყველა ტერორისტი განადგურდა, მძევლები გაათავისუფლეს, მაგრამ 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

Bigpicture ru 1508939842 0

8. 2003 წლის 5 ივლისი: ჩეჩენმა ტერორისტებმა აფეთქება მოაწყვეს როკ-ფესტივალის დროს. დაიღუპა 16 ადამიანი, დაშავდა 50-მდე.

Фотография: 15 самых страшных московских терактов №9 - BigPicture.ru

9. 2003 წლის 9 დეკემბერი: თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა სასტუმრო „ნაციონალთან“. დაიღუპა 6, დაშავდა 14 ადამიანი.

ფოტო: 15 ყველაზე საშინელი მოსკოვის ტერაქტი No10 - BigPicture.ru

10. 2004 წლის 6 თებერვალი: მეტროსადგურ „Автозаводская-სა“ და „Павелецкая-ს“ შორის არსებულ მონაკვეთზე თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა აფეთქება მატარებელში. დაიღუპა 42 და დაშავდა 250-მდე ადამიანი.

Фотография: 15 самых страшных московских терактов №11 - BigPicture.ru

11. 2004 წლის 31 აგვისტო: ქალმა ტერორისტმა აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსადგურ „Рижская-ს“ მახლობლად. 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა შამილ ბასაევმა აიღო.

Фотография: 15 самых страшных московских терактов №12 - BigPicture.ru

12. 2006 წლის 21 აგვისტო: აფეთქება „ჩერქიზოვის“ ბაზრობაზე. აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი, დაშავდა.

ფოტო: 15 ყველაზე საშინელი მოსკოვის ტერაქტი No13 - BigPicture.ru

13. 2007 წლის 13 აგვისტო: რკინიგზის ლიანდაგის აფეთქების შედეგად (ოფიციალური ვერსია), მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგს შორის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად, 60 ადამიანი დაშავდა, არავინ დაღუპულა.

Фотография: 15 самых страшных московских терактов №14 - BigPicture.ru

14. 2010 წლის 29 მარტი: 7:56-ზე აფეთქება მოხდა „Лубянка-ს“ მეტროსთან. მოგვიანებით, 8:37-ზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა სხვა სადგურზე. ტერაქტების შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა.

Фотография: 15 самых страшных московских терактов №15 - BigPicture.ru

15. 2011 წლის 24 იანვარი: თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა ბომბი დომოდედოვოს აეროპორტში 16:32-ზე. დაიღუპა 37 ადამიანი და დაშავდა 130 ადამიანი.

ფოტო: 15 ყველაზე საშინელი მოსკოვის ტერაქტი No16 - BigPicture.ru

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები